საინტერესო ფაქტები ფილმების შესახებ - სასამართლო, ტატუ და Google საინტერესო ფაქტები ფილმების შესახებ - სასამართლო, ტატუ და Google />


  01:33:12     15-12-2014

საინტერესო ფაქტები ფილმების შესახებ - სასამართლო, ტატუ და Google

a33806.jpg

ფილმების გადაღებისას ხდება უამრავი საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული ფილმის უცნობ და საინტერესო ფაქტს, რომელიც აქამდე არ იცოდით.

მეხუთე ელემენტი (The Fifth Element-1997) - ლიუკ ბესონმა ფილმის სცენარი ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ტაქსი (Taxi-1998) - კომპანია "მერსედესმა" ფილმ "ტაქსს" სასამართლოში უჩივლა იმ ფრაზის გამო, რომელიც "მერსედესის" მძღოლების მისამართით ისმის: "რა იყო გერმანელებო, ისევ ტრაქტორებზე დადიხართ?" "მერსედესმა" ამ საქმით 2 მილიონი დოლარი მოიგო.

გაქცევა (Prison Break-2005-2009) - თუ ისეთივე ტატუს გაკეთება მოგინდებათ, როგორიც სერიალში მაიკლს ჰქონდა, ეს დაახლოებით 15 000-20 000 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ამასთან ერთად, ასეთი ტატუს გაკეთებას 200 საათი სჭირდება.

მე-13 რაიონი (Banlieue 13-2004) - მსახიობი დანი ვერისიო, რომელიც ფილმში ლეტოს დის როლს ასრულებს, წარსულში პორნომსახიობი იყო. ლიუკ ბესონმა ეს როლი სპეციალურად მისთვის დაწერა.

სოციალური ქსელი (The Social Network-2010) - "Facebook"-ის არც ერთმა თანამშრომელმა ისურვა ფილმში მონაწილეობის მიღება.

ეშმაკის ადვოკატი (The Devil’s Advocate-1997) - კიანუ რივზმა ჰონორარის ნაწილზე უარი თქვა, რომ ფილმში ალ პაჩინოს მონაწილეობა აენაზღაურებინათ.

ეროვნული საგანძური (National Treasure-2004) - ფილმში ყველა "კარგი ბიჭი" ინტერნეტში "Google"-ის საძიებო სისტემას იყენებს, ხოლო ყველა "ცუდი ბიჭი" - "Yahoo"-ს. 0

ავტორი: