14:01:52     12-12-2014
სესიაშვილი: არ გამოვრიცხავ, პუტინი "სამხრეთ ოსეთის" მიერთებაზეც ფიქრობდეს
აფხაზეთის შემდეგ კრემლი "მოკავშირეობის და პარტიონორობის" ხელშკრულების გაფორმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გეგმავს.
დე ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, დღის წესრიგში დადგება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი.
დე
ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია კონსულტაციები
რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს,
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ
ოლეგ გოვორუნთან.
თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ შესვლას ითხოვს.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოსაზრებებით აღნიშნულ საკითხზე. აღმოჩნდა რომ ქართული მხარისთვის თიბილოვის განცხადება მოულოდნელი არ აღმოჩნდა.
ირაკლი
სესიაშვილი - (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარე): როგორც კი კრემლმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების
გაფორმების ინიციატივა წამოაყენა, ჩვენთვის ეს სქემა ცნობილი გახდა.
საქართველოს
ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩააყენა.
ყველგან, სადაც ხმა მიგვიწვდებოდა ვამბობდით, რომ ცხინვალთან მიმართებაში
უარესს ველოდით. ფატობრივად, ველოდით იმას, რაც თიბილოვმა გააჟღერა. ეს
არის ის მწარე რეალობა, რომელსაც ჩვენ ანექსიას ვუწოდებთ.
ბოლო
რამდენიმე თვეა, ცივილიზებული მსოფლიოსთვის საქართველოს ტერიტორიების
ოკუპაციის თემა ისევე აქტუალურია, როგორც უკრაინაში მიმდინარე საომარი
ოპერაციები. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანის საკითხი ავსახეთ რეზოლუციებში,
მაგრამ ვშიშობ, რომ კრემლი უფრო შორს წავა.
არ
გამოვრიცხავ, პუტინი სამხრეთ ოსეთის მიერთებაზეც წავიდეს. თუ რუსეთი
ცხინვალის რეგიონს დე ფაქტო შეიერთებს, მაშინ უკვე ყველასთვის ნათელი
იქნება, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია
თავიდანვე ამ ტერიტორიების მიტაცებისკენ იყომიმართული.
„პრესა.ჯი“
ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესაძლო პირდაპირ მიერთების
საკითხზე და მოსალოდნელ შედეგებზე სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას
ესაუბრა.
ექსპერტი კრემლის მიერ "მოკავშირეობის და პარტიონორობის" ხელშკრულების გაფორმებას ფაქტობრივ ანექსიას და ყირიმიზაციას უწოდებს.
ვახტანგ
მაისაია: კრემლი პირდაპირ ეწევა ანექსიას ე.წ სამხრეთ ოსეთში. ეს
ყველაფერი ჰგავს ყირიმში განვითარებულ სცენარს. რუსეთის მიზანია ცხინვალი
გეოპოლიტიკური საზღვრის ველი გახდეს. ამის ნიშნები კარგა ხანია შეიმჩნევა.
დაღესტნის
გავლით რუსეთის საქართველოსთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზის
მშენებლობაც ამის მანიშნებელია. ამ გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში
შედის. რუსეთი სამხედრო კუთხით გააქტიურდა. ისინი აპირებენ შექმნან
მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფება კასპიისპის ზღვაზე.
- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
- პირველ
ეტაპზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ამ სფეროს
ექსპერტები. მთავრობამ ჯგუფს ყველა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა
გააცნოს, რომ სურათი წარმოჩინდეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცეს.
იმიტომ რომ მე არ მაქვს წვდომა ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, რასაც
წესით ხელისუფლება, უნდა ფლობდეს. პოლიტიკური ინსიმულაციების დრო არ არის,
ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს პროფესიონალებს.
- ამ ფონზე აზრი აქვს თუ არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს?
- ამ შეხვედრებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია, ამიტომ კომუნიკაციას ყოველთვის აქვს აზრი.
- რუსეთმა
„მოკავშირეობის და პარტიონორობის" ხელშკრულება აფხაზეთის მარიონეტულ
ხელისუფლებასთანაც გააფორმა, თუმცა აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ეს
დოკუმენტი მეტ-ნაკლებად მოირგო, და რუსეთთან პირდაპირ მიერთებაზე
განცხადებები არ გაუკეთებია...
- აფხაზებმა შეძლეს გარდაეტეხათ ეს სიტუაცია, მოირგეს საკუთარ თავთან ეს შეტავაზება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც წამგებიანია ეს დოკუმენტი მათთვის. რუსეთი ეკონომიკისა და გეოლოგიის ათვისებას უკვე შეუდგნენ, რაც დაღუპვის პორად მიიყვანს აფხაზეთს. მათგან განსხვავებით, ოსების ძირითადი ნაწილის, მათ შორის პოლიტიკური ელიტის, დიდი სურვილია რუსეთთან მიერთება. ეს ორი განსხვავებული მოდელია, აფხაზები სტატეგიულ თანამშრომლობას, ოსები კი პირდაპირ მიერთების გეგმას ავითარებენ.
0