03:10:07     11-12-2014
ღორის ხორცი ლუდით - ხორცის მოყვარულების რჩეული რეცეპტი
ღორის ხორცი ლუდით - უნაზესი, არომატით სავსე, საოცრად გემრიელი კერძია. აუცილებლად მოამზადეთ - შედეგი გაგაოცებთ!
ინგრედიენტები: ღორის რბილი ხორცი 1 კგ ნივრის კბილი 4 დაფნა 2 ფოთოლი ლუდი 1 ლ ხახვი 2 მარილი და პილპილი დაფქული ჯანჯაფილი 1 ჩ.კ მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1/2 ჩ.კ თაფლი 1 ს.კხორცის ნაჭერი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, წავუსვათ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და ჯანჯაფილი. დავასხათ ლუდი, დავამატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და დაფნა. შევდგათ 1 ღამით მაცივარში.
მეორე დღეს, ხორცი აქა-იქ ჩავჩხვლიტოთ, ჩავუდოთ ნივრის კბილები და ტაფაზე მადისაღმძვრელად დავბრაწოთ ყველა მხრიდან. გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 1 - 1.5 საათი. მომზადებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, ფოლგა გავშალოთ და დავასხათ მარინადი, ზემოდან კი თაფლი გადავუსვათ.
გარნირად მოვუმზადოთ მწვანე სალათა ბოსტნეულით.
0