ტორტი "სნიკერსი" - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ! ტორტი "სნიკერსი" - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ! /> "/> " />


  03:08:33     11-12-2014

ტორტი "სნიკერსი" - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

a33709.jpg

ინგრედიენტები: კვერცხი 5 შაქარი 1 ჭიქა ფქვილი 1 ჭიქა შოკოლადი 100 გ რძე 3 ს.კ გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ კრემი: დარბილებული კარაქი 100 გ მოხარშული შესქელებული რძე 200 გ ნაღები 35 % 200 გ მოხალული არაქისი 100-150 გ მინანქარი შოკოლადი 100 გ რძე 4 ს.კ
განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. შოკოლადი და რძე გაადნეთ ორთქლზე, ურიეთ სანამ კარგად არ გადნება და შეურიეთ გულებს. კარგად ათქვიფეთ. 
ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და შეუირიეთ შოკოლადიან მასას. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, შეურიეთ მიქსერის გარეშე. ცომი გადაიტანეთ საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
გაციების შემდეგ მზა ბისკვიტი ორ თანაბარ ფენად გაჭერით.

კარგად გაციებული ნაღები და შაქრის პუდრა (გემოვნებით) ათქვიფეთ სანამ ნაზი კრემის კონსისტენციას არ მიიღებთ. ცალკე ათქვიფეთ შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი. წვრილად დაჭერით არაქისი. 
ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით შესქელებული რძის კრემი, მოაყარეთ არაქისი, შემდეგ წაუსვით ნაღების კრემის ფენა და კვლავ მოაყარეთ არაქისი. მეორე ბისკვიტის ფენას შიდა მხრიდან გადაუსვით კვლავ შესქელებული რძის კრემის ფენა და დააფარეთ პირველ ბისკვიტს.
ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და რძე, გააგრილეთდა  მოასხით ტორტს ზემოდან. მოაყარეთ დაჭრილი არაქისი.

0

ავტორი: