11:08:34     05-03-2011
სუპი პროვანსულად
მასალა: 4 ჭიქა თევზის მაგარი ბულიონი, 400 გრამი ზღვის თევზის ფილე, 100 გრამი გაწმენდილი მიდიები, 800 გრამი, საკუთარ წვენში დაკონსერვებული, კანგაცლილი პომიდორი, 2 სუფრის კოვზი ტომატ–პასტა, 3 კბილი ნიორი, 0,25 ჩაის კოვზი ზაფრანა, 1 მსხვილი კონა კამა, 1 პატარა, მწვანე ჩილი, 3 სუფრის კოვზი ანისულის ლიქიორი „პერნო,“ ფრანგული ბაკეტი, 1 კბილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი კარაქი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
ბულიონი ავადუღოთ, ჩავაყაროთ პომიდვრები, წვენთან ერთად, შემდეგ ჩავამატოთ ტომატ–პასტა, ნიორი და ზაფრანა. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, 30 წუთის განმავლობაში, თავდაუხურავად. მიღებული ნარევი გავატაროთ ცხრილში, დავაბრუნოთ ქვაბში და ხელახლა ავადუღოთ. თევზი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვათავსოთ ბულიონში, მიდიებთან ერთად და მივიყვანოთ ადუღებამდე. კამა და ჩილი წვრილად დავჭრათ, ჩავაყაროთ სუპში და კიდევ 3–4 წუთი ვადუღოთ. მზადყოფნამდე 2 წუთით ადრე ჩავამატოთ ანისულის ლიქიორი, მარილი და პილპილი – გემოვნებით. ფრანგული ბაგეტი დავჭრათ არც ისე მსხვილ ნაჭრებად, წავუსვათ კარაქი, დანაყილი ნიორი და შევწვათ 5–7 წუთის განმავლობაში. სუპი შეგვიძლია მივირთვათ ნივრიან ბაგეტთან ერთად. 0