ხოხობი ანანასით ხოხობი ანანასით />


  11:07:35     05-03-2011

ხოხობი ანანასით

a3970.jpg

მასალა: ხოხბის ფილე – 6 ცალი, დაკონსერვებული ანანასი – 1 ქილა (750 გრამი), არაჟანი – 200 გრამი, ზეთი – 3 სუფრის კოვზი, პაპრიკა და დაფქული ჯანჯაფილი – თითო–თითო ჩაის კოვზი, ოხრახუში.

 

მარინადისათვის ზეთი ავურიოთ პაპრიკასთან, ჯანჯაფილთან და მარილთან. ხოხბის ფილე ჩავდოთ მარინადში და მაცივარში გავაჩეროთ 2–3 საათის განმავლობაში. შემდეგ შევწვათ მზადყოფნამდე. ანანასის ნაწილი შეწვათ, ნაწილი კი სოუსისთვის წვრილად დავჭრათ, დავამატოთ არაჟანი, მარილი და ავდღვიბოთ ბლენდერში. თეფშზე მოვათავსოთ შემწვარი ანანასი, შემდეგ ფილე, დავასხათ სოუსი. თუ გვსურს, შეგვიძლია, გავაფორმოთ მწვანილითაც. 

0

ავტორი: