ტორტი- შედევრი ტორტი- შედევრი />


  02:22:18     08-12-2014

ტორტი- შედევრი

a33616.jpg

ავსტრალიელმა მეკონდიტრეებმა უნიკალური ტორტი შექმნეს. კულინარიული შედევრის ზედაპირი ძველი ოპტიკური ხრიკის საშუალებით ცოცხლდება. შოკოლადის ფიგურები მოძრაობენ, რაც ტორტს არნახულ ეფექტს სძენს. ექსპერტებმა მას "სამგანზომილებიანი შოკოლადის ზოოტროპი" უწოდეს.

ზოოტროპი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც 1833 წელს ბრიტანელმა მათემატიკოსმა უილიამ ჯორჯ ჰორნერმა გამოიგონა. ის ლითონის ვერტიკალურ, ღიაზედაპირიან რგოლს წარმოადგენს, რომელზედაც ვერტიკალური ჭრილებია. შიდა მხარეს, ვერტიკალურ ჭრილებს შორის ანიმაციური კადრებია დახატული. რგოლის დატრიალებისას ნახატები მოძრაობენ და ანიმაციურ ეფექტს ქმნიან.

ანალოგიური მეთოდი Chocolate Factory-ის მეკონდიტრეებმა წარმატებით გამოიყენეს და უნიკალური, მოძრავფიგურებიანი ტორტი შექმნეს, რომელიც ავსტრალიის ქალაქ ნიუჰეივენის მუზეუმშია გამოფენილი.

0

ავტორი: