14:15:33     06-12-2014
ოსპის წვნიანი კარის ფხვნილით
ინგრედიენტები:
წითელი ოსპი
1 ჭიქა
საქონლის ბულიონი
1 ლ
ტკბილი წიწაკა, წითელი
1 ცალი
ქინძი
1 კონა
პამიდორი
1 ცალი
ცხარე წიწაკა, წითელი
1 ცალი
ზეთი
2 ს.კ
კარის ფხვნილი
1 ჩ.კ
ხახვი
2 თავი
მარილი
ხახვი, ტკბილი და ცხარე წიწაკა წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში.
დავასხათ ბულიონი, დავუმატოთ ოსპი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე.
პამიდორს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ და კანი გავაცალოთ. ქინძი წვრილად დავჭრათ.
დაახლოებით 10 წუთის დუღილის შემდეგ, როცა ოსპი მოიხარშება, დავუმატოთ პამიდორი და კარის ფხვნილი, შევანელოთ მარილით.
წვნიანი ვადუღოთ 2-3 წუთი, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და ცეცხლიდან გადმოვდგათ.
შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი.
შეგვიძლია წვინიანი ბლენდერში ავთქვიფოთ - უფრო ერთგვაროვან, სქელ წვნიანს მივიღებთ.
•
კარი ინდური სანელებელია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ილი,
მიხაკ-დარიჩინი, ჯანჯაფილი, ყვითელი კოჭა (კურკუმა) და სხვა სანელებლები.
მისი შეძენა სუპერმარკეტებში შეგვიძლია.
0