01:03:06     03-12-2014
ბრაუნი მასკარპონეთი და განაშით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ულუფა: 6-8; ფორმის ზომა: 20х20 სმ.
კვერცხი - 3 ც.
ნაღების კარაქი - 200 გრ.
მასკარპონე - 100 გრ. (ნახევარი ჭიქა),
შაქარი - 200 გრ. (1 ჭიქა),
მწარე შოკოლადი - 90 გრ.
ფქვილი - 65 გრ. (ნახევარი ჭიქა),
კაკაო - 30 გრ. (3 სავსე ს.კ. ან ნახევარი ჭიქა),
ვანილის შაქარი (ან ვანილის ექსტრაქტი) - 1 ჩ.კ.
მარილი - 1/4 ჩ. კ.
შოკოლადის განაშისთვის:
ნაღები 33-35% - 110 მლ.
მწარე შოკოლადი - 100 გრ.
ნაღების კარაქი - 35 გრ.
შაქრის პუდრა - 2 ს.კ.
მომზადება:
მოვამზადოთ ბრაუნიზის ცომი: შოკოლადი გავხეხოთ ან დავტეხოთ და დიდ თასში მოვათავსოთ.
პატარა ქვაბში გავალღოთ ნაღების კარაქი.
გამლღვალი კარაქი შოკოლადს დავასხათ და 30 წამი დაველოდოთ.
შედეგ ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
დავამატოთ შაქარი, ვანილის შაქარი (ან ვანილის თხევადი ექსტრაქტი), ერთი მწიკვი მარილი და მოვურიოთ.
შემდეგ გაცრილი კაკაოც ჩავყაროთ და ისევ მოვურიოთ.
თითო-თითოდ დავუმატოთ კვერცხი და თან მოვურიოთ.
შემდეგ დავუმატოთ მასკარპონე და ისევ მოვურიოთ.
ბოლოს გაცრილი ფქვილიც შევურიოთ.
მიღებული ერთგვაროვანი მასა, უკვე მზა ცომი, ნაღების კარაქით გაპოხილ ფორმაში ჩავასხათ და ზედაპირი მოვასწოროთ.
~ 35-40 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ წინასწარ ~160°C -მდე გახურებულ ჰაერღუმელში.
* მთავარია - ნამცხვარი ზედმეტად არ გამოშრეს. ის ცოტათი ნოტიო უნდა დარჩეს.
მომზადებული ფენა ჰაერღუმლიდან გამოვიღოთ და გავაგრილოთ.
* ამ ეტაპზე ბრაუნიზის მომზადების დასრულება და დაგემოვნებამდე 2-4 საათით მაცივარში მოთავსება შეიძლება.
* თუმცა, თუ თქვენი სურვილი იქნება, შესაძლებელია მისი შოკოლადის განაშით დაფარვაც.
ამიტომ გავიგოთ, როგორ უნდა მოვამზადოთ შოკოლადის განაში: შოკოლადი გავხეხოთ ან დავტეხოთ და დიდ თასში მოვათავსოთ.
პატარა ქვაბში ნაღები ჩავასხათ, შაქრის პუდრა დავუმატოთ და მოვურიოთ. ნაღები დუღილამდე მივიყვანოთ (არ ავადუღოთ). შემდეგ ცხელი ნაღები შოკოლადში ჩავასხათ და 2-3 წუთით ასე დავტოვოთ.
მხოლოდ მოგვიანებით მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ ნაღების კარაქი, კიდევ მოვურიოთ და კრემიც მზადაა.
მომზადებული განაში ფენას კოვზით ან საკონდიტრო ნიჩბით წავუსვათ.
ბრაუნიზი მაცივარში 2-4 საათით (ან მთელი ღამით) შევინახოთ. შემდეგ ნამცხვარი კვადრატებად დავჭრათ და მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!