01:35:07     02-12-2014
“მარო მაყაშვილის სკანდალური ლექსის ისტორია სამწუხარო შეცდომაა”
ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე გავრცელდა მარო მაყაშვილის ლექსთან დაკავშირებული ისტორია, რომელის მიხედვითაც, თითქოს მისი ლექსი მიითვისა დაღესტნელმა პოეტმა რასულ გამზათოვმა, შემდგომ კი თარგმნა შოთა ნიშნიანიძემ. მარო მაყაშვილს, რომელიც ქართველ იუნკერებთან ერთად მოხალისედ წავიდა ფრონტზე და 1921 წლის 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა, ორი და ჰყავდა – ნუგეშა და ნინო.
ქალბატონი ნუგეშა რომელთანაც მარო მაყაშვილის დღიურების ერთი ნაწილი ინახებოდა , წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა. დღიურების მეორე ნაწილი, რომელიც 1918-20 წლებით არის დათარიღებული, მაროს მეგობრის ოჯახმა ლიტერატურის ინსტიტუტს ჩააბარა. რამდენიმე თვის წინ, დღიურის ეს ნაწილი ლიტერატურის ინსტიტუტმა წიგნად გამოსცა, მაგრამ იქ ჩვენ მარო მაყაშვილის ე.წ. სკანდალური ლექსი ვერ მოვიძიეთ, ამიტომ დავუკავშირდით მარო მაყაშვილის დის, ნინოს შვილს, ბატონ ელიზბარ ერისთავს, რომელმაც ბოლო დროს ამ ლექსზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გვითხრა: „ამ ლექსის შესახებ არაფერი მსმენია არც მე და არც მაროს სხვა შთამომავალს. არც მარო მაყაშვილის დღიურის პირველ გამომცემელს და მასზე წიგნის ავტორს, ჟურნალისტ ნანა ღვინეფაძეს. ასე, რომ აღნიშნული სტატია სამწუხაროდ შეცდომააო“.
0