მძარცველებს შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ მძარცველებს შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ />


  18:49:44     01-12-2014

მძარცველებს შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ

a33505.jpg

ზუგდიდის რაიონში  მომხდარი ძრცვის გახსნა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ტელეფონით გახდა შესაძლებელი. სოფელ ცაიშში გაზგასამართი სადგურს  თავს 4 ნიღბიანი პირი დაესხა.

თავდამსხმელებმა მორიგე ოპერატორები გაკოჭეს და სალაროდან თანხა სრულად მიითვისეს. 

ობიექტის დატოვებისას ერთ-ერთ დამნაშავეს ტელეფონი გაზგასამართ სადგურზე დარჩა.  სწორედ ამ მობილური საშუალებით მოხერხდა საქმის გახსნა და ეჭვმიტანილების დაკავება. 

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი პირები სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. გაზგასამართი სადგური მეპატრონე, დაიკითხა.

 თუ რა ზარალი მიიღო კომპანიამ, უცნობია. 

p.s: შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია:

"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული პანტე ნ, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტიმოთე ყ, 1993 წელს დაბადებული, ასევე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავით ნ. და 1997 წელს დაბადებული ხვიჩა წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანითა და გადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები 27 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრნენ, იქ მყოფ ორ ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 700 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პანტე ნ. მომხდარიდან მეორე დღეს ხობში, ხოლო დანარჩენი სამი ბრალდებული 29 ნოემბერს რუსთავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ორი საბრძოლო ვაზნით და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია გატაცებული თანხის ნაწილი.

გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით)".



0

ავტორი: