15:37:06     01-12-2014
საფრანგეთში ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით ქართველები დააკავეს
საფრანგეთის პოლიციამ ე. წ. ქართული მაფიის ათი წევრი დააკავა.
ფრანგული პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ბანდიტური ჯგუფის ანგარიშზე პარიზსა და სხვა ქალაქებში 120-მდე ქურდობა-ყაჩაღობის ფაქტია აღრიცხული. მათ შორის რამდენიმე გერმანიის, ჰოლანდიისა და შვეიცარიის სამართალდამცავების მიერ ძებნილია.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინაც დააკავა ფრანგულმა პოლიციამ კრიმინალური ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
0