ულამაზესი ქართველი ქალი, რომელსაც გერმანელმა პრინცმა სასახლე აუშენა ულამაზესი ქართველი ქალი, რომელსაც გერმანელმა პრინცმა სასახლე აუშენა />


  14:07:08     01-12-2014

ულამაზესი ქართველი ქალი, რომელსაც გერმანელმა პრინცმა სასახლე აუშენა

a33498.jpg

სასახლე, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, მე-19 საუკუნეში, 1895 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის გულის მოსაგებად აშენდა. ეს ქალი თავადი ტარიელ დადიანის მეუღლე გახლდათ – აგრაფინა ჯაფარიძე.

ყველაფერი კი ერთ, მდიდრებისთვის განკუთვნილ საღამოზე დაიწყო. თავადის მეუღლე ,,ვეფხისტყაოსნის” დადგმაში მონაწილეობდა, სადაც ნესტან-დარეჯანს ასახიერებდა. ამ წარმოდგენას გერმანელი პრინცი – კონსტანტინე ოლდენბურგიც ესწრებოდა, რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა.

პრინცი ოლდენბურგი იმდენად მოიხიბლა ქალის სილამაზით, რომ მის მეუღლეს ცოლთან ერთი ღამის სანაცვლოდ მილიონი ოქრო შესთავაზა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავადმა დადიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და დათანხმდა! თანხმობის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძესთან მისული ოლდენბურგისთვის ულამაზეს და საკმაოდ ჭკვიან ქალბატონს უთქვამს: “ფული ჩემს მეუღლეს გადაუხადე და მას მიაკითხე”. მაშინ გერმანელმა პრინცმა იკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა აგრაფინას გულის მოსაგებად. მან კი სასახლის აშენება სთხოვა.

გადმოცემის თანახმად, სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ. მის პირველ სტუმრებს მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.

სასახლის არქიტექტორი პ. შტერნი იმ დროს ძალიან სახელგანთქმული ყოფილა. ნაგებობის სტილი, ერთი მხრივ, “აგურის გოთიკას” ენათესავება, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს იმეორებს.

პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძემ მიატოვა ქმარი, ოლდენბურგთან ერთად ამ სასახლეში დასახლდა და გრაფინია ზარნიკაუს სახელი მოიპოვა. ხალხს ამ ამბავზე პატარა ლექსიც შეუთხზავს: – გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო!

ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს: გადმოცემის თანახმად, პრინცესა აგრაფინა ბოლშევიკებმა სიყვარულის კოშკში დაახრჩვეს. იმდროინდელი თბილისის მკვიდრებს არაერთხელ მოუყოლიათ, რომ სასახლეში ქალის აჩრდილი დადიოდა.

ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციულ არქიტექტურასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოთური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის.

დღეს სასახლე - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია...

0

ავტორი: