11:27:03     01-12-2014
ზურაბ კიწმარიშვილი: იგივე განცდა მაქვს, რომ ეროსი მოკლეს
„საქმის
მასალების 100%-ის გაცნობის შემდეგ იგივე განცდა მაქვს, რომ ეროსი
მოკლეს“, - უთხრა „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისი
თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასალების მიხედვით კამერის ჩანაწერებში არ
ფიქსირდება მკვლელი, მისი პოზიცია უცვლელია - ეროსი კიწმარიშვილს
თვითმკვლელობის არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა.
„პრესა.ჯი“: საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, რისი თქმა შეგიძლიათ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე?
ზურაბ
კიწმარიშვილი: რამოდენიმე დღეში პროკურატურაში გვაქვს შეხვედრა, ჩვენი
მხარე მივდივართ კონკრეტული შეკითხვებით გამომძიებელთან. არსებითი
მნიშვნელობა აქვს რას გვეტყვიან ამ შენიშვნებზე გამომძიებლები. სწორედ მათ
პასუხზეა დამოკიდებული ჩვენი შემდეგი განცხადებები. სავარაუდოდ, ამ
შეხვედრის შემდეგ გაკეთდება პროკურატურის მხრიდანაც ოფიციალური
განცხადებები.
-რა შენიშვნები გაქვთ კონკრეტულად?
-ამ
ეტაპზე ამ საკითხებს ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან პროკურატურასთან არსებობს
შეთანხმება. გიდასტურებთ, რომ შენიშვნები გამოძიებასთან ნამდვილად გვაქვს
და ეს შენიშვნა არ არის ერთი. ამ შენიშვნებზე გამოძიებისგან ამოუცილებლად
მოვითხოვთ რეაგირებას.
-მასალები იძლევა იმის საფუძველს რომ თვითმკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდეს?
-ჩვენი
შინაგანი რწმენაა, რომ ეროსი მოკლულია. თუმცა საქმის მასალებში არ არიოს
100-იანი გარემოებები, რომ გამოძიებას შეეცვალა ეს მუხლი. რაღაც დეტალები
არის საქმეში და ვნახოთ...
-დღის წესრიგინად მოიხსნა საკითხი, რომ თქვენი ძმა მოკლულია?
-გარდაცვლილის
ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არც სჯერა, ეროსი კიწმარიშვილს
თვითმკვლელობის არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა. გამოძიება არ არის
დასრულებული, საქმის მასალებს მეტი კონკრეტიკა სჭირდება ამიტომ ჩვენი
ეჭვები რომ ის მოკლულია, არ მოხსნილა დღის წესრიგიდან.
შეგახსენებთ
რომ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 15 ივლისს
იპოვეს. მას თავის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამ დრომდე უცნობია ისიც, გადაკვალიფიცირდება თუ არა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, მკვლელობის მუხლთ.
0