03:59:47     01-12-2014
სახლში მომზადებული კარამელის კანფეტები
ინგრედიენტები:
თაფლი
1 ჭიქა
კარაქი
220 გ
შაქარი
1 ჭიქა
შესქელებული რძე
1 ქილა
ვანილი
საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ფოლგის ფურცელი და
წაუსვით ცხიმი. ქვაბში მოათავსეთ თაფლი (შეიძლება შეიცვალოს სიმინდის
სიროპით ან იაფფასიანი თაფლით), შაქარი, კარაქი და დაბალ ცეცხლზე
წამოადუღეთ ხშირი მორევით. ადუღეთ 3-4 წუთი, შემდეგ გადმოიღეთ და შეურიეთ
შესქელებული რძე. დააბრუნეთ ცეცხლზე და ხარშეტ დაბალ ცეცხლზე, სანამ 238
გრადუსამდე არ მივა ტემპერატურა. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, კონსისტენციას
დააკვიტდით - რბილი ბურთულის სტადიამდე უნდა იყოს მისული. გადმოდგით და
დაამატეთ ვანილი.
გადაიტანეთ ფორმაში და გააციეთ. უმჯობესია მაცივარში.
შემდეგ ფოლგის დახმარებითვე გადმოიღეთ დაფაზე, მოაცილეთ ფოლგა და დაჭერით
პატარა კვადრატებად. გაახვიეთ ცალ-ცალკე, პერგამენტის ქაღალდში.
გამოდის რბილი, ძალიან გემრიელი კანფეტები.
ლამაზ კოლოფში ჩადებული, შესანიშნავი საჩუქარია ახლობლებისთვის.
გამოდის დაახლოებით 1 კგ-მდე კანფეტი.