10:17:32     28-11-2014
შსს-მ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში, მომხდარ ქურდობის ფაქტზე 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან სამ დღეში სოფელ ოზურგეთში დააკავეს.
"შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბექა მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, საიდანაც მოიპარა 700 ლარი, საოჯახო ნივთები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან სამ დღეში სოფელ ოზურგეთში დააკავეს. ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)",- აცხადებენ შს სამინისტროში.
0