ფუმფულა და წვნიანი კატლეტები ფუმფულა და წვნიანი კატლეტები />


  03:22:03     27-11-2014

ფუმფულა და წვნიანი კატლეტები

a33388.jpg

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 500 გ კარაქი 2 ს.კ რძე ან ნაღები 10-20 % 60 მლ მარილი და პილპილი სასურველი მწვანილი პურის ნაჭერი 2 კვერცხი 1 საფანელი
პური დაალბეთ რძეში ან ნაღებში. შემდეგ გაწურეთ, მწვანილთან, ხახვთან და ხორცთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან სამზარეულო კომბაინში. ჩაამატეთ ფარშს გამდნარი კარაქი, რძე, რომელშიც პური ლბებოდა, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

გააკეთეთ ოვალური კატლეტები. შეგიძლიათ გულში კარაქის პატარა ნაჭერი ჩაუდოთ - უფრო წვნიანი გამოვა.

ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან ტაფაზე. ასევე შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში.

0

ავტორი: