10:57:58     04-03-2011
ფრანგებმა რუსებს “მისტრალი” გაუძვირეს
ორი სადესანტო ვერტმფრენმზიდი გემის “მისტრალის” შესყიდვის კონტრაქტი და ორი ასეთივე ხომალდის რუსეთში აგების ლიცენზია 1,5 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ამის შესახებ ერთერთ გაზეთთან ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ პოპოვკინმა განაცხადა.
ხომალდები შესყიდულ იქნება სანავიგაციო და სხვა ტექნიკის, მათ შორის, საბრძოლო საინფორმაციო-სამართავი სისტემის “SENIT9” – ის ჩათვლით. კონტრაქტის პირობების თანახმად, იგეგმება, რომ მშენებლობა 2011 წლის პირველ-მეორე კვარტალში დასრულდეს, შეიარაღება და ვერტმფრენები რუსული წარმოების იქნება.
გაზეთმა “კომერსანტმა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ “მისტრალების” შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მხარეები ვერ თანხმდებიან პირველი ორი ხომალდის მშენებლობის ფასზე.
ამ შეთანხმების საწყისი ფასი, რომელიც 980 ევრო იყო, ახლა 1,24 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. თანხაში შედის ორი ხომალდის აგება, 980 მილიონ ევროდ, ამას ემატება 131 მილიონი ევროს ლოჯისტიკა, ეკიპაჟის აღჭურვა 39 მილიონ ევროდ და ლიცენზიის და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცემა, 90 მილიონ ევროდ.
როგორც ცნობილია, სამთავრობოთაშორისო შეთანხმება, ორი ხომალდის აგების შესახებ, 2011 წლის 25 იანვარს იქნა ხელმოწერილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულების დეტალებს, კერძოდ, “მისტრალების” ფასს, ბოლო დრომდე არ ახმაურებდა.
0