„ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული, წყლის დალევა კი ტუალეტის ავზიდან შეეძლო“, - რატომ მიიყენა პატიმარმა 80 თვითდაზიანება? „ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული, წყლის დალევა კი ტუალეტის ავზიდან შეეძლო“, - რატომ მიიყენა პატიმარმა 80 თვითდაზიანება? />


  16:33:56     24-11-2014

„ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული, წყლის დალევა კი ტუალეტის ავზიდან შეეძლო“, - რატომ მიიყენა პატიმარმა 80 თვითდაზიანება?

a33321.jpg

25 წლის პატიმარმა პროტესტის ნიშნად სხეული კბილებით დაიგლიჯა. როგორც პატიმრის ადვოკატმა, მარინა კაკაურიძემ „პრესა.ჯი“-ს უთხრა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ბადრაგის თანამშრომელმა სასტიკად სცემა.

ყელის არეში აქვს დაზიანებები, ასევე ზურგზე. ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული ბათუმის მე–3 დაწესებულებაში. იზოლატორში მარტო ჰყავდათ, ლეიბი არ ჰქონდა, წყლის დალევა კი მხოლოდ ტუალეტის ავზიდან შეეძლო.

„პრესა.ჯი“: როდის მოხდა აღნიშნული ფაქტი და თუ ესაუბრეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს?

ადვოკატი: პარასკევს შევხვდი 16:00 საათზე. შვიდი წელია ეს ადამიანი სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდის. სანამ ბათუმში გადაიყვანდნენ, გლდანის მე-7 დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.  
გლდანში გააშიშვლეს და თბილისიდან ბათუმში საცვლის ამარა ჩაიყვანეს. იყო ცემის ფაქტებიც, ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ თვითდაზიანებების მიყენება დაიწყო. 80 დაზიანება აქვს მიყენებული.

-როგორ მოახერხა პატიმარმა თვითდაზიანებების მიყენება, როცა საკანში მარტო იყო?

-ჭრილობები მიყენებულია ბრიტვით, ფრჩხილით და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პატიმარმა დაზიანებების მიყენება თბილისში დაიწყო. ბოლოს კი სხეული კბილებით დაიგლიჯა. აუცილებელია სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარება.

-ამჟამად სად იმყოფება პატიმარი და ჩაუტარდა თუ არა გამოკვლევა?

-თბილისში, გლდანის ციხეში. სრულფასოვანი გამოკვლევა არავის ჩაუტარებია. კახა ხახიშვილს უნდა შევხვედროდი დღეს, თუმცა ვერ მოხერხდა.

-პატიმარს როდის შეხვდით და რას ამბობს მომხდარის შესახებ?



-ამბობს, რომ ვერ გაუძლო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ფაქტობრივადმ ეს არის ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა. როგორც მომიყვა, ციხის თანამშრომელმა სცემა. დააბმული ჰყავდათ მონასავით.

ცნობისთვის, პატიმარი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იხდის, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. სასამართლომ ახალგაზრდას 19 წლით თავისუფლება აღუკვეთა ამნისტიის შედეგად კი წლების რაოდენობა შემცირდა და 14 წელი შეადგინა, აქიდან 7 უკვე მოხდილი აქვს.
0

ავტორი: