10:56:13     04-03-2011
ამერიკელ ჯარისკაცს სიკვდილით დასჯიან?
საიტ “ვიკილიქსისათვის” საიდუმლო მასალების გადაცემისათვის, ყოფილ ჯარისკაცს, ამერიკის შეერთებული შტატები 22 პუნქტიან ბრალდებას უყენებს. “ვიკილიქსის” ინფორმატორს რეკორდული რაოდენობის ბრალდებები წარედგინება.
სკანდალური საქმე ახალი ფაქტობრივი მტკიცებულებებით შეივსო. პენტაგონმა და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს იმ ადამიანებზე, ვინც ამ საქმესთან რაიმე სახით არიან დაკავშირებულნი.
ამერიკული არმიის ყოფილ რიგითს ბრედლი მენინგს ბრალი ედება “ვიკილიქსისათვის” ათასობით საიდუმლო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტის გადაცემაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას და სხვა ინფორმატორებს, თუ ბრალდებები დაუმტკიცდათ, საკუთარ ქვეყანაში სიკვდილით დასჯდა ემუქრებათ.
0