ლუკაშენკო ხელოვანებს დაერია ლუკაშენკო ხელოვანებს დაერია />


  10:49:02     04-03-2011

ლუკაშენკო ხელოვანებს დაერია

a3943.jpg

ინტერნეტში ბელორუსში აკრძალული ხელოვნების მოღვაწეების და შემოქმედებითი კოლექტივების სიის ასლი გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, ამ სიაში მოხვდნენ: რუსული ჯგუფი „დდტ,“ ბრიტანული  „Pet Shop Boys“ და მათი ვოკალისტი, ნილ ტენანტი, პერსონალურად, ასევე რუსი მწერლები ანდრეი ბიტოვი, ბორის ვასილევი, ვიქტორ ეროფეევი, ედუარდ უსპენსკი და სხვები.

 

ცალკე არიან გამოყოფილი ის მსახიობები, რომელთაც ბელორუსის მხარდასაჭერად გამართულ მსახიობთა გლობალურ კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. ესენი არიან: კევინ სფეისი, ჯუდ ლოუ და კევინ ქლაინი. ასევე ბრიტანელი დრამატურგი ტომ სტოპარდი.

 

ეს დოკუმენტი ბლოგერებს ჩავარდათ ხელთ, მაგრამ ოფიციალურად, ხელოვანების შემოქმედების ბელორუსის ტერიტორიაზე აკრძალვის შესახებ ხელისუფლებას არ განუცხადებია. არაოფიციალურად კი, მედიის წარმომადგენლებს, ხელისუფლების ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ინფორმაცია დაუდასტურა.

 

დოკუმენტის ფეისბუქზე განხილვისას, მუსიკალურმა ჟურნალისტმა დიმიტრი ბეზკოროვაინიმ განაცხადა, რომ ფოტოასლი მისმა ნაცნობმა გააკეთა, რომელიც ერთერთ რადიოსადგურში მუშაობს.

 

ირკვევა, რომ ასეთი აკრძალვები ბელორუსში ადრეც მომხდარა. 2001 წელს, ალექსანდრე ლუკაშენკომ სიმღერა „ფელინი“ აკრძალა, ცხოვრების არაჯანსაღი წესის პროპაგანდისათვის და ასევე, რამდენიმე სხვა მუსიკალური კომპოზიცია.
0

ავტორი: