მარგველაშვილმა შესაძლოა უვადო პატიმრობამისჯილი პირები შეიწყალოს მარგველაშვილმა შესაძლოა უვადო პატიმრობამისჯილი პირები შეიწყალოს />


  12:27:03     21-11-2014

მარგველაშვილმა შესაძლოა უვადო პატიმრობამისჯილი პირები შეიწყალოს

a33276.jpg

სამჯერ, მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული ცოლიძმის შეწყალების შემდეგ, მარგველაშვილთან შესაძლოა უვადო პატიმრობამისჯილებმაც მოძებნონ "ხოდი". 

"პრეზიდენტის მიერ დღეს შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან", - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ. თუმცა, დასძინა, რომ მათ საკითხს კომისია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

საზოგადოებამ, "პრესა.ჯი"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ექსკლუზიურად შეიტყო რომ რამდენიმე თვის წინ, სხვისი ხათრით არჩეულმა მარგველაშვილმა, მაკა ჩიჩუას ძმას აპატია 17 წლიანი სასჯელი და ათამდე განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული პატიმარიც გამოუშვა ციხიდან. 

ერთ-ერთმა მათგანმა, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა და მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი ოქროპირიძემ, რომელიც 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მარგველაშვილის მიერ  შეწყალებულმა ოქროპირიძემ 27 წლის ლაშა მახარაძე, ოჯახის ბოლო წევრი მოკლა.  

მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი და ელისაშვილი (შეწყალების კომისიის მაშინდელი უფროსი), ლაშა მახარაძის მკვლელობის გამო მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. მეტიც, პრეზიდენტი დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული პატიმრების შეწყალებასა და საკუთარი ოჯახის კრიმინალური გარემოცვის ლობირებას. 

რაც შეეხება უვადო პატიმრობამისჯილებს, ქორიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწყალებისთვის საჭირო კრიტერიუმებს 7 სამუდამო პატიმრობამისჯილი პირი აკმაყოფილებს.

"სამუდამო პატიმრობამისჯილი ბრალდებულების განცხადებები 15-16 ნოემბრის სხდომაზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, შესაძლოა, შემდგომ განხილვებზე იყოს. მხოლოდ 7 უვადო მსჯავრდებულია, რომელთა საქმეებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ანუ მათ მოხდილი აქვთ 15 წელზე მეტი. 

უვადო პატიმრობამისჯილთა საკითხზე ჩვენ დამატებით 17 ნოემბერს გავმართეთ სხდომა, თუმცა კომისიას კონკრეტულ განცხადებაზე არ უმსჯელია. ჩვენ ვიმსჯელეთ უვადო მსჯავრდებულებთან მიმართებაში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე. ყველამ იცით, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტთან შეწყალების კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ უვადო მსჯავრდებულებთან დაკავშირებით შეწყალების აქტის გამოყენების მექანიზმების შემუშავება იყო. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა უახლოეს ხანში ვგეგმავთ, რომ პრეზიდენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მთლიანობაში, მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 121 პატიმარი შეიწყალა.  0

ავტორი: