12:19:08     21-11-2014
სტრელკოვი ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას იღებს
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებაზე პასუხისმგებლობას დონეცკელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი იღებს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იგორ სტრელკოვმა გაზეთ „ზავტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სასხლეტს ხელი, რა თქმა უნდა, პირველმა მე გამოვკვარი. ასე რომ არ ყოფილიყო, დონბასშიც იგივე მოხდებოდა, რაც ოდესასა და ხარკოვში მოხდა. მოკლავდნენ, დაწვავდნენ და დააპატიმრებდნენ ათობით ადამიანს და ამით ყველაფერი დასრულდებოდა,“-განაცხადა სტრელკოვმა.
0