12:16:42     21-11-2014
ო კიფის ნახატი 44 მილიონად გაიყიდა
სოტბის აუქციონზე ახალი რეკორდი დამყარდა. ო კიფის ცნობილი
ტილო „დურმანი“ უცნობმა კოლექციონერმა 44 მილიონ დოლარად შეიძინა. ამერიკელმა მხატვარმა
შედევრად აღიარებული ტილო 1932 წელს შექმნა.
მისი საბაზრო ღირებულება 16 ათას დოლარად იყო შეფასებული. დღემდე ქალის მიერ შექმნილ ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად ჯოან მიტჩელის ტილო ითვლებოდა, რომელიც 12 მილიონ დოლარად გაიყიდა.
0