ირაკლი ალასანიამ თანამდებობა დათმო, პრივილეგიები არა ირაკლი ალასანიამ თანამდებობა დათმო, პრივილეგიები არა />


  16:20:12     20-11-2014

ირაკლი ალასანიამ თანამდებობა დათმო, პრივილეგიები არა

a33266.jpg

თანამდებობიდან გადაყენებული ირაკლი ალასანია დღეს დილით ამერიკაში გაემგზავრა.

როგორც ალასანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილი აქვს შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება იქნება.

თბილისისი საერთაშორისო აეროპორტში გაირკვა, რომ მიუხედავად თანამდებობიდან გადაყენებისა ირაკლი ალასანია დიპლომატიურ პასპორტს არ თმობს და მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილ დოკუმენტს აქტიურად იყენებს.

განმარტებისთვის: მუქ ლურჯკანიან პასპორტს დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლები და მაღალჩინოსნები, ოფიციალური ვიზიტებისას იყენებენ.

ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა თანამდებობიდან დიდი სკანადალის შემდეგ გადაყენებულ ალასანიას უფლება, ისარგებლოს აღნიშნული პრივილეგიით?

ამის გარკვევას „პრესა.ჯი“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ საკონსულო დეპარტამენტში შეეცადა, სადაც აცხადებენ, რომ ყოფილ ჩინოვნიკებს ლურჯი პასპორტის გამოყენების უფლება არ აქვთ.

„ლურჯი ფერის პასპორტი, სამსახურეობრივია, და გამოიყენება სამსახურეობრივი მივლინებების დროს. თუ პირს შეუწყდა თანამდებობა, ან აღარ მუშაობს თანამდებობაზე, უნდა შეწყდეს აღნიშნული პასპორტის გამოყენება“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
0

ავტორი: