12:43:44     20-11-2014
სამთო სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.
146 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. ვიცე-პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.