ქათმის მკერდი ფრანგულად ქათმის მკერდი ფრანგულად />


  10:45:31     04-03-2011

ქათმის მკერდი ფრანგულად

a3941.jpg

მასალა: ქათმის მკერდი – 4 ცალი, მზესუმზირის ზეთი – 5 სუფრის კოვზი, ხახვი – 1 თავი, ნიორი – 2 კბილი, დაკონსერვებული პომიდორი – 200 გრამი, გაყინული ბარდა – 150 გრამი, ბრინჯი – 150 გრამი, ბულიონის კუბიკი – 1 ცალი, დაჭრილი რეჰანი და ოხრახუში – თითო–თითო სუფრის კოვზი, დაფნის ფოთოლი, დაფქული შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.  

 

ქათმის მკერდს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ ზეთის ნაწილში. ხახვი და ნიორი დავჭრათ, მოვხრაკოთ დარჩენილ ზეთში, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, ბულიონის კუბიკი, დაჭრილი მწვანილი და დაკონსერვებული პომიდორი. მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავუმატოთ ბრინჯი. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ ბარდა, 5 წუთის შემდეგ კი შემწვარი ქათამი და ვადუღოთ. მზადყოფნამდე 3 წუთით ადრე დავამატოთ დაფნის ფოთოლი. სუფრაზე მიტანისას, კერძი გავაფორმოთ მწვანილით.
0

ავტორი: