ცხვრის ხორცი ლობიოთი ცხვრის ხორცი ლობიოთი />


  10:44:51     04-03-2011

ცხვრის ხორცი ლობიოთი

a3940.jpg

მასალა: ცხვრის რბილი ხორცი – 500 გრამი, თეთრი ლობიო – 150 გრამი, შებოლილი ლორი – 300 გრამი, ხახვი – 3 თავი, 2–3 მიხაკი, ნიორი – 3 კბილი, ოხრახუში, ტარხუნა, რეჰანი, კამა – თითო–თითო კონა, ხორბლის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი. ბატის ქონი – 3 სუფრის კოვზი, ტომატ–პასტა – 1 სუფრის კოვზი, ნივრიანი ძეხვი – 100 გრამი, დაფქული ორცხობილა – 1 ჭიქა, კარაქი – 50 გრამი, დაფნის ფოთოლი – 1–2 ცალი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.        

 

ლობიო გავაჩეროთ ცივ წყალში, 8–12 საათის განმავლობაში. ლორი დავჭრათ კუბიკებად. ორი ხახვი მსხვილად დავჭრათ. ნივრის კბილები დავნაყოთ მარილთან ერთად. ლორს და ლობიოს ისე დავამატოთ წყალი, რომ პროდუქტები დაფაროს, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი მიხაკთან ერთად, ნიორი და სამი საათი ნელ ცეცხლზე ვხარშოთ. ცხვრის ხორცი დავჭრათ კუბიკებად და ბატის ქონში შევწვათ, ფქვილთან და დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ მარილი და პილპილი. შემდეგ ცხვრის ხორცს ჩავუმატოთ ტომატ–პასტა, დაფნის ფოთოლი და იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. ვხარშოთ 40–45 წუთი. ლობიო ლორით გადმოვდგათ, დავამატოთ თხლად დაჭრილი ძეხვი და ცხვრის ხორცი, ბულიონით. მოვაყაროთ დაფქული ორცხობილა, ზემოდან დავადოთ კარაქის ნაჭერი და გამოვაცხოთ 220 ცელსიუს გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში .
0

ავტორი: