10:45:08     19-11-2014
შსს-მ კასპის რაიონში 2005 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის 41 წლის ქალბატონი დააკავა. ჭიკაიძის უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებულმა 2005 წელს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შურისძიების მოტივით, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი. კვალის დაფარვის მიზნით ირმა ნ-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა.
"შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ირმა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)",- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში. 0