თევზი პარიზულად თევზი პარიზულად />


  10:44:09     04-03-2011

თევზი პარიზულად

a3939.jpg

მასალა: თევზის ფილე – 200 გრამი, კარაქი – 20 გრამი, ზეითუნის ზეთი – 40 გრამი, ნედლი სოკო – 80 გრამი, ხახვი – 80 გრამი, ხორბლის ფქვილი – 10 გრამი, არაჟანი – 60 გრამი, ოხრახუში – 6 გრამი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.      

 

თევზის ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი და გავაჩეროთ. სოუსისთვის წვრილად დავჭრათ ხახვი და სოკო, სწრაფად შევწვათ ზეთსა და კარაქში. ცეცხლიდან გადმოღების გარეშე, მოვაყაროთ ფქვილი, გამუდმებით ვურიოთ და დავამატოთ არაჟანი. შემდეგ დავამატოთ მარილი და გადმოვდგათ. თევზი დავფაროთ სოუსით და გაცხელებულ ქურაში, 30 წუთის განმავლობაში შევწვათ. სუფრაზე მიტანის წინ, თევზი გავაფორმოთ მწვანილით.     

0

ავტორი: