08:17:49     19-11-2014
მანდარინის მურაბა
რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კგ. მანდარინი (სასურველია მკვრივი)
1 კგ. შაქარი
1 ჭიქა წყალი სიროფისთვის
1 ცალი ლიმონის წვენი
~ მომზადების წესი ~
1. მანდარინები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ. ჩავყაროთ მდუღარე წყალში და გავთუთქოთ, რათა სიმწარე გაუვიდეს. გათუთქული მანდარინები ამოვალაგოთ საწურზე.
2. შაქრითა და წყლით მოვამზადოთ სიროფი, ჩავყაროთ შიგ მანდარინები და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვრთოთ, ვაცადოთ შეგრილება და ისევ ვადუღოთ. ასე უნდა გავიმეოროთ რამდენჯერმე, სანამ სიროფი არ შესქელდება.
3. ბოლოს ჩავაწუროთ 1 ლიმონი, გადმოვდგათ, გავაციოთ და ქილებში ჩავასხათ.
0