14:48:59     17-11-2014
"სამტრედიაში ეჭვმიტანილმა ბავშვი იმიტომ გაგუდა, რომ მის გარდაცვლილ შვილთან ერთად ყოფილიყო"
სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 4 წლის ლიზი შენგელიას გაგუდვის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მედიასთან კომენტარი გააკეთა გარდაცვლილი, გოგონას დედამ.
შვილმკვდარი დედა აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ მზია ნინუას ქმედებას მისი შვილი შეესწრო.
"თვითონ აღიარა, რომ მოკლა, მაგრამ როგორც ვიცი, ამ ამბავს მისი შვილიც შეესწრო. ჩემი ინფორმაციით, თავიდან ჩემი პატარა გაექცა მკვლელს , თუმცა მერე დაიჭირა და გაგუდა. ვითხოვ ოჯახის ყველა წევრი დაისაჯოს, რადგან ისინიც თანამონაწილეები არიან", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.
სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში
მკვლელობა 28 ოქტომბერს ღამით მოხდა.
დაკავებულის მეზობლები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.
მეზობლების განცხადებთ მკვლელობაში ბრალდებული ამბობდა, რომ მისი შვილის გარდაცვალების დროს ნათესავის ბავშვი იცინოდა.
მეორე ვერსია კი ასეთია: თურმე ეჭვმიტანილის გარდაცვლილ შვილს ეს ბავშვი უყვარდა და უნდოდა მასთან ერთად ყოფილიყო სამოთხეში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 – ე მუხლით აღიძრა. ბრალდებული დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბავში დაახლოებით 3 კვირის წინ გარდაიცვალა.