საზარელი მკვლელობა სამეგრელოში:  47 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა წამებით მოკლა საზარელი მკვლელობა სამეგრელოში: 47 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა წამებით მოკლა />


  11:50:18     17-11-2014

საზარელი მკვლელობა სამეგრელოში: 47 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა წამებით მოკლა

a33162.jpg

საზარელი მკვლელობა მოხდა წუხელ ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში. როგორც "პრესა.ჯი"-ს  სამეგრელოდან აცნობეს, ადგილობრივმა მკვიდრმა, 47 წლის დემნა კ-მ საკუთარი მამა, 70 წლის ჯამბულ კ.  წამებით მოკლა.

როგორც გარდაცვლილის  მეზობლები აცხადებენ, ეჭვმიტანილი ხანდაზმულ მამას უკნიდან მიეპარა და თავში შეშის საჭერი  ჩაარტყა. გონების დაკარგვის შემდეგ დანით მრავლობთი ჭრილობა მიაყენა.

მეზობლების განცხადებით მამა-შვილს შორის უთანხმოება ხშირად იყო. ეჭვმიტანილს კი ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. 

დემნა კ-მ ფსიქიატრიული კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. საზარელი მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილმა მიმალვა სცადა, თუმცა  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა 47 წლის ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

სამეგრელოში მომხდარ ფატი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროშიც დაუდასტურეს.  

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

0

ავტორი: