პამიდორი ანდალუზიურად პამიდორი ანდალუზიურად />


  13:54:47     14-11-2014

პამიდორი ანდალუზიურად

a33113.jpg

მასალა: 70 გ. პამიდორი 25 გ. ზეთი 10 გ. ძმარი 20 გ. ხახვი 40 გ. მწვანე წიწაკა 20 გ. ბრინჯი სალათის ფოთლები პილპილი და მარილი პამიდორი ანდალუზიურად პამიდორს მოვაჭრათ თავი და შიგთავსი გამოვფხიკოთ. მარინადის მოსამზადებლად ერთმანეთს შევურიოთ ზეთი, ძმარი, მარილი და პილპილი. მომზადებული მარინადი ჩავასხათ პამიდვრის ღრუში და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ მარინადი გადავღვაროთ, პამიდორს დავასხათ მდუღარე, ვხარშოთ 3-5 წუთით, გადავწუროთ და გავაცივოთ. დაკეპილი ხახვი და წიწაკა (თესლის გარეშე) ოდნავ მოვშუშოთ ზეთში. ბრინჯი მოვხარშოთ, შევურიოთ ხახვი, წიწაკა, გავაცივოთ და ამ მასით ამოვავსოთ პამიდორი. პამიდორი მოვრთოთ წიწაკის თხელი ღერებით და გადავიტანოთ სალათის ფოთლებზე. 
0

ავტორი: