10:40:43     14-11-2014
„ისლამური სახელმწიფო“ ალ -ქაიდას შეუერთდა
“ისლამური
სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“ ერთიანდებიან. ამის შესახებ სააგენტო Associated press იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური დაჯგუფებებს ლიდერები ერთმანეთს ალეპოს მახლობლად
მდებარე ქალაქ ატარებში შეხვდნენ და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებაზე შეთანხმდნენ.
„ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალური დაჯგუფება ერაყში გასული წლის დასაწყისში შეიქმნა, მოგვიანებით კი ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლებმა სირიაში გადაინაცვლეს. მათ პოზიციებზე დასავლური კოალიცია ინტენსიურ ავიადარტყმებს ახორციელებს.
0