11:37:55     03-03-2011
რენე ზელვეგერი ბრიჯიტ ჯონსს “უბრუნდება”
ჰოლივუდის მსახიობი რენე ზელვეგერი დათანხმდა, კვლავ გარდაისახოს მსუქანა ბრიჯიტ ჯონსად, ფილმის მესამე ნაწილში. მხოლოდ საამისოდ ერთი პირობა წამოაყენა: ფილმში მონაწილეობას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას წონის მომატება არ მოუწევს. ამის შესახებ “The Sun” იტყობინება.
გაზეთი წერს, რომ ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი, რომლებიც კინოსურათის პირველ ორ ნაწილში, ბრიჯიტის გულის მოსანადირებლად იბრძვიან, გაგრძელების წინააღმდეგნი არ არიან.
ფილმი ბრიჯიტ ჯონსის დღიური, რომელიც Hელენ ფილდინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს, პირველად ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მეორე ფილმი ბრიჯიტ ჯონსზე 2004 წელს გადაიღეს და მანაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 0