11:36:48     03-03-2011
მეხიკოს ხელოვნების მუზეუმი, საყვარელი მეუღლის საპატივსაცემოდ
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, კარლოს სმლიმმა, მეხიკოში მუზეუმი გახსნა, სადაც თავის საკუთარებაში მყოფი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია განათავსა. მილიარდელმა მუზეუმს, გარდაცვლილი მეუღლის პატივსაცემად, “სუმაია” უწოდა.
ახალი მუზეუმი, მექსიკის დედაქალაქის ფეშენებელურ რაიონშია განთავსებული. როგორც “როისტერი” იუწყება, კოლექცია ექვს საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი, საერთო ჯამში ის 60 ათას ექსპონატს შეიცავს, ოგიუსტ როდენის სკულპტურებიდან დაწყებული, მექსიკელი დიეგო რივერის და რუფინო ტამაიოს ნამუშევრებით დასრულებული.
ფართო პუბლიკისთვის მუზეუმი, მარტის ბოლოს გაიხსნება და ერთერთი ყველაზე მსხვილი საგამოფენო დაწესებულება იქნება ლათინურ ამერიკაში. მუზეუმის გახსნის საზეიმო ღონისძიება უკვე ჩატარდა და 1500 სტუმარიც ჰყავდა, მათ შორის, მექსიკის პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი, ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი.
0