11:36:08     03-03-2011
ესპანური კინო კიევში
3 მარტს კიევში ესპანური კინოს მეშვიდე ყოველწლიური ფესტივალი აიღებს სტარტს. პროგრამაში ხუთი ახალი ფილმია შესული. ფესტივალის სპეციალური პროექტი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტის ახალი დრამა გახდება, სადაც მთავარ როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს.
ესპანური ალტერნატიული კინო, სევდიანი ბალადით იქნება წარმოდგენილი, რომლის რეჟისორიც ალექს დე ლა იგლესიაა. კინოსურათმა, საუკეთესო რეჟისურისა და სცენარისათვის, ვენეციის ფესტივალზე პრიზები დაიმსახურა.
ესპანური კინოს ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ასევე ერთი კომედიური ფილმი და ერთიც ეროტიკული დრამა. ღონისძიება კომპანია “არტჰაუს ტრაფიკის,” საინვესტიციო-საფინანსო ჯგუფის “ტასის” და ესპანეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
0