10:24:13     12-11-2014
ლიბიაში თავმოკვეთილი ცხედრები იპოვნეს

სადისტური მკვლელობა ლიბიაში.
ბენგაზის შემოგარენში
პოლიციამ სამი თავმოკვეთილი ცხედარი
აღმოაჩინა. ცხედრების
იდენტიფიკაცია უკვე დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტები არიან, რომლებიც ქალაქ დერნადან ნოემბრის დასაწყისში გაიტაცეს და მათი ბედი ამ დრომდე უცნობი რჩებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
0