11:07:36     03-03-2011
ჩინური სუპი
მასალა: 300 გრამი ღორის ხორცი, 500 გრამი გოგრა, მარილი, წითელი პილპილი, 2 ლიტრი წყალი.
ღორის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავუშვათ ქვაბში, თბილ წყალში და მივიყვანოთ ადუღებამდე. მიღებული ბულიონი გადავღვაროთ, ხორცი გავრეცხოთ. გოგრას მოვაშოროთ კანი, თესლი და რბილობი დავჭრათ ისეთივე ნაჭრებად, როგორც ხორცი. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავუშვათ ხორცი და კვლავ მივიყვანოთ ადუღებამდე. ამის შემდეგ მოვუკლოთ ცეცხლს და კიდევ ვხარშოთ. მზადყოფნამდე 15 წუთით ადრე ჩავუშვათ გოგრის ნაჭრები და ჩავამატოთ მარილი და პილპილი. მომზადებული სუპი შეგვიძლია რომელიმე მწვანილით გავაფორმოთ.
0