11:21:00     11-11-2014
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა : პეკინის #14-ში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს
თბილისში, პეკინის #14-ში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა ბინაში მოკლეს შემდეგ კი ბინას ცეცხლი, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით გაუჩინეს.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც ირკვევა ახალგაზრდას ბინა ნაქირავები ჰქონდა.
ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. გაჩენილი ხანძრის აქრობას კი
სახანძროსამსახურის 4 მანქანა ცდილობდა.
ხანძარი ბინაში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ჯერ მოკლეს და შემდეგ ბინას ცეცხლი წაუკიდეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა ყელის არეში იყო დაჭრილი. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს ამ დროისათვის ადგილზე აღარ იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები.
გარდაცვლილი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. უცნობია რა ეროვნების იყო გარდაცვლილი.