14:20:27     10-11-2014
ჯასტინ ბიბერი ევროპული MTV-ის ტრიუმფატორი გახდა

MTV European Music Awards 2014-ის ტრიუმფატორი პოპულარული კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი გახდა. ევროპული MTV-ის ჯილდო მან სამ ნომინაციაში მიიღო. 20 წლის ბიბერი „საუკეთესო მომღერლად,“ „საუკეთესო კანადელ შემსრულებლად“ და „საუკეთესო ფან-კლუბის მფლობელად“ აღიარეს.
დაჯილდოვების კიდევ ერთი ტრიუმფატორი ბრიტანული როკ-ჯგუფი One Direction გახდა, რომელმაც MTV-ის ჯილდო ოთხ ნომინაციაში მიიღო. წლის საუკეთესო სიმღერად არიან გრანდეს Problem აღიარეს, წლის საუკეთესო როკ-გჯუფად კი Linkin Park დასახელდა.
0