09:44:20     10-11-2014
ახმეტაში მომხდარ ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული

ახმეტაში მომხდარ ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული. საქმე ხულიგონობის მუხლით აღიძრა.
ახმეტაში ადგილობრივებს შორის ვითარება გუშინ რამდენჯერმე დაიძაბა. როგორც ყვებიან, თავდაპირველად ახმეტაში "ქართული ოცნების" წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს.
ინციდენტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა დაზარალებულის და ალხანაშვილების ახლობლებს შორის, რა დროსაც, თვითმხილვლების თქმით, კიდევ ერთი ადგილობრივი, ჯოყოლა აჭიშვილი დაშავდა. იგი თავის ტრავმით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მოგვიანებით კი შელაპარაკება უკვე ახმეტელებსა და აჭიშვილის ნათესავებს შორის მოხდა, როდესაც საავადმყოფოდან ბრუნდებოდნენ. დაშავებულის ახლობლები ყვებიან, რომ მათ ორი მანქანა აედევნათ, რასაც მოგვიანებით უკვე ფიზიკური დაპისპირება მოჰყვა.
ადგილზე ვითარების განსამუხტად სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა
საჭირო. პოლიციამ საქმის ძიება ამ ბოლო ფაქტზე ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
ინციდნეტის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დასაკითხად თელავში,
კახეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.
0