03:12:50     04-11-2014
ავღანელი ჯარისკაცები იარაღით ვაჭრობენ
ავღანელი სამხედრო მოსამსახურეები იძულებულნი ხდებიან
იარაღით ივაჭრონ. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ხაამა პრესი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის გაყიდვას სამხედროებს თვეობით აუღებელი ხელფასები აიძულებს, ხშირად კი იარაღი მათგან „თალიბანის“ მებრძოლების ხელში ხვდება. შეერთებული შტატები ავღანეთის სამხედრო კამპანიას სოლიდური თანხით აფინანსებდა, თუმცა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანასთან ერთად ავღანეთის შეიარაღებული ძალების დაფინანსება მკვეთრად შემცირდა.
0