ხუხაშვილი: დაკავებულთა ბრალეულობა თუ დადასტურდა,  ალასანია გადადგება ხუხაშვილი: დაკავებულთა ბრალეულობა თუ დადასტურდა, ალასანია გადადგება />


  18:37:57     03-11-2014

ხუხაშვილი: დაკავებულთა ბრალეულობა თუ დადასტურდა, ალასანია გადადგება

a32854.jpg

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის გამოძიებაში პოლიტიკური დაინტერესების ნიშნები არ იკვეთება.

 დეპუტატი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „რაღაც საკითხებს პასუხები უნდა გასცენ, მაგრამ პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს“.

 გია ვოლსკი: „ეს არ არის მხოლოდ სამხედრო უწყების ხელმძღვანელების საკითხი, ის მაღალჩინოსნები ეკუთვნიან მთავრობის სრულ შემადგენლობას და პოლიტიკურ გუნდს. ისინი ჩემი თანაგუნდელები არიან ისევე, როგორც თავდაცვის მინისტრის ან თეა წულუკიანის. ნდობის ჯგუფზე ვერაფერს გეტყვით. რაღაც საკითხებს პასუხები უნდა გასცენ, მაგრამ მე მგონი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს“.

 ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ სამხედრო მაღალჩინოსნების საქმეზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და თავის მართლება, მეტ კითხვას აჩენს პოლიტიკურ სარჩულებზე.

 ხუხაშვილმა „პრესა.ჯი“-ს უთხრა, რომ თუ სასამართლომ დაკავებულები დამნაშავედ სცნო, თავდაცვის მინისტრმა მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ირძნოს.

 გია ხუხაშვილი: „ძალოვან უწყებებს შორის ძლიერი პოლემიკა მიმდინარეობს. კარგი იქნება, თუ ყველა მხარე  გამიჯნავს პოლიტიკას და სამართალს ერთმანეთისგან. ფაქტია რომ ამ საქმიდან უდანაკარგოდ ვერავინ გამოვა.

 ვიღაც აუცილებლად დასასჯელი იქნება. თუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და დაკავებულებს დაუმტკიცდათ სისხლის სამართლის დანაშაული, ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ მათი დანაშაული ვერ დაამტკიცა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უწყებას. ეს არ არის მარტივი საქმე.

 „პრესა.ჯი“ ჰგავს თუ არა, „კაბელების“ საქმე ე.წ „ტრაქტორების საქმეს“, რა დროსაც მინისტრი კირვალიძე გადადგა?

 - არა, მე ამ ორ საქმეს არ შევადარებდი. სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრს მეტი თავისუფლება ჰქონდა. ალასანია თავისუფალი ნამდვილად არ არის. ის არის პარტიის ლიდერი, უწყება კი, რომელიც მას აბარია, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსფრთხოებაზე.

 - ალასანიას განცხადება, რომ ის სრულიად ენდობა დაკავებულებს და სჯერა მათი უდანაშაულობის, ერთგვარ პასხისმგებლობას ხომ არ ნიშნავს?

 - ალასანიამ საკუთარ თავზე აიღო ეს ყველაფერი. მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად თანამონაწილე გახდა ამ ადამიანებთან ერთად ამ საქმეში. შესაბამისად, თუ დადადასტურდა დაკავებულთა ბრალეულობა, ის მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გადადგება.

 - როგორ ფიქრობთ გამოძიება ალასანიამდე მივა?

 - არ ვიცი, სანამ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, სანამ გამოძიება გრძელდება ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მეჩვენება მართებულად.

 რეალურად, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების შესახებ გვესმის ხმები მას შემდეგ რაც მთავარმა პროკურატურამ მაღალჩინოსნები დააკავა.

 პროკურატურა აღმოჩნდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში თუ ვერ შეძლო თავადცვის მაღალჩინოსანთა ბრალეულობა. კითხვები მათ მიმართ უფრო დიდი იქნება და არა მარტო პროკურატურის მისამართით.

0

ავტორი: