ქათამი შამპინიონით ქათამი შამპინიონით />


  09:04:01     03-11-2014

ქათამი შამპინიონით

a32819.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 კგ. ქათამი
        200 გრ. შამპინიონი (ქამა სოკო)
        100 გრ. ოხრახუში
        20 გრ. ნიახური
        1 ჩ.კ. უცხო სუნელი, ქინძის სუნელი
        შავი პილპილი
        მარილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. დაჭერით ქათამი 4 ნაწილად. მოაცალეთ კანი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. გააჩერეთ 5 წუთი. დაჭერით სოკო. წვრილად დაჭერით ნიახური და ოხრახუში.

2. მოათავსეთ ქათმის ნაჭრები 4 ალუმინის ქაღალდზე. მოაყარეთ დაჭრილი შამპინიონი, ნიახური, სუნელები და შეახვიეთ. იმისათვის, რომ ხორცი უფრო წვნიანი გამოვიდეს, ალუმინის ქაღალდს თხლად მოაცხეთ ზეთი ან კარაქი.

3. შედგით ალუმინის ქაღალდში შეფუთული ქათმის ხორცი ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

4. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, გადაიტანეთ შემწვარი ხორცი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. 0

ავტორი: