კივის კოქტეილი კივის კოქტეილი />


  09:01:56     03-11-2014

კივის კოქტეილი

a32818.jpg

    ინგრედიენტები 4 პორციისთვის:

        400 გრ. კივი
        150 მლ. ფორთოხლის წვენი
        2-3 ს.კ. ლიმნის წვენი
        2-3 ს.კ შაქრის პუდრა
        80 მლ. არაყი

~ მომზადების წესი ~

1. ერთი ცალი კივი გადავდოთ კოქტეილის მოსართავად. დანარჩენი გავფცქვნათ, დავუმატოთ ფორთოხლისა და ლიმნის წვენი, შაქრის პუდრა და დავაბლენდეროთ.

2. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ არაყი, ყინული (სურვილისამებრ) და შეიკერში ავთქვიფოთ.

3. მზა კოქტეილი ჩამოვასხათ ჭიქებში და მოვრთოთ კივის ნაჭრებით. 0

ავტორი: