20:28:47     01-11-2014
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ
სამთო
სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველი სამხედროები 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის პროვინციაში
მსახურობდნენ.
147 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბის უფროსი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე
დახვდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში
მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის
მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ყანდაღარის პროვინციის ბაზა 31 ოქტომბერს დაიხურა. უახლოეს მომავალში სამშობლოში სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდება.
0