16:04:00     31-10-2014
22 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ქმარს და დედამთილ-მამამთილს ადანაშაულებენ

სოფელ სოფელ ქვედა სალიბაურში გარდაცვლილი 22 წლის მადონა დავითაძის მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ქმარს, დედამთილსა და მამათილს ადანაშაულებენ.
როგორც გარდაცვლილის დედამ, ნათელა დავითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მისი შვილი 16 წლის ასაკში გათხოვდა და ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი.
"ქმარი უკრძალავდა ტელეფონზე დალაპარაკებას. ჰო, დედაშენი იქედან გასწავლისო, ასე ეუბნეოდა. რამდენჯერ დავაპირე ტელეფონის ყიდვა, მაგრამ მითხრა, დედიკო არ მომცე, აზრი არ აქვს, მაინც დაამტვრევსო. ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილი. თვითმკვლელობამდე მიიყვანა სამმა ადამიანმა - დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა. არ ვიცოცხლებ, მოვკლავ. ნახეთ, ფოტოებზე, რა შვილი გავატანე და როგორი მიწევს კუბოში. დასუსტებულია ძალიან. ", - აღნიშნა ეთერ დავითაძემ.
22 წლის მადონა დავითაძე გუშინ საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
0