საქართველოში შვეიცარიის საელჩო ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში შვეიცარიის საელჩო ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს />


  15:40:32     31-10-2014

საქართველოში შვეიცარიის საელჩო ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

a32791.jpg

საქართველოში შვეიცარიის საელჩო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობისადმი და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მზა არის, კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელიც უკავშირდება საჯარო ფინანსების სავარაუდო გაფლანგვას. პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოების ყველა დონეზე და ყველა სფეროში არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შვეიცარია მიესალმება სანდო და სარწმუნო გამოძიებას, რომელიც უკავშირდება სავარაუდო კორუფციასა და საჯარო ფინანსების გაფლანგვას.

ასეთი გამოძიებები, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სრულად განჭვირვალე, დაფუძნებული ჯანსაღ პროცესზე. ის უნდა ექვემდებარებოდეს სამართლის ნორმებს და უნდა წარიმართოს უმაღლესი სტანდარტებთან შესაბამისობაში უფლებამოსილებების დაყოფის თვალსაზრისით. შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობის მიმართ და ღრმად არის დარწმუნებული, რომ მისი გუნდი შეძლებს ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

ავტორი: